10.Dec.2015 15:22
Business

მთავრობა წელს 115 500-მდე ტონა მანდარინის მოსავალს ელოდება

მთავრობა წელს 115 500-მდე ტონა მანდარინის მოსავალს ელოდება
საქართველოდან ექსპორტირებულმა მანდარინმა 11029,17 ტონა შეადგინა. სამრეწველო მანდარინის გადამუშავების შედეგად მიღებული შემოსავალი 349 500 ლარს შეადგენს (აქედან სახელმწიფო სუბსიდის თანხა 174 750 ლარია).

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე მანდარინის გადამუშავებას აწარმოებს სამი ქარხანა: ქ.ქობულეთში შპს Georgian Industrial Asset Management Group და შპს TCF Georgia, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შპს GEO-Flowers.

"საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის რეალიზაციის ხელშეწყობ ღონისძიებას ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, კომპანიები, რომლებიც 1 კგ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილ მანდარინს არანაკლებ 0.20 ლარად შეისყიდიან, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსგან 1 კგ მანდარინზე 0.10 ლარის ოდენობის სუბსიდიას მიიღებენ.

საექსპორტო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი და მაღალხარისხიანი ციტრუსის მიწოდების უზრუნველსაყოფად, წელს სეზონზე აჭარასა და გურიაში მანდარინის ჩაბარება შესაძლებელია 40-მდე დამახარისხებელ (შემფუთავ) პავილიონში.

სტანდარტული მანდარინის ექსპორტი ძირითადად ხორციელდება შემდეგ ქვეყნებში: რუსეთი (78,83% - 7387 ტონა), უკრაინა (12,95% - 1202 ტონა), სომხეთი ( 4,27% - 396 ტონა), აზერბაიჯანი (1,52% - 141 ტონა), ყაზახეთი (1,40% - 130 ტონა), ბელორუსია ( 0,87% - 81ტონა), სხვა ქვეყნები (0,16% - 15 ტონა).

2015 წლის 1 ნოემბრიდან ქალაქ ბათუმში შექმნილია ციტრუსის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის საკოორდინაციო შტაბი, ფუნქციონირებს ცხელი ხაზი - ტელ. 2 47 01 01 და ოფიციალური ვებ გვერდი www.apma.ge, სადაც ონლაინ რეჟიმშია შესაძლებელი ციტრუსის რეალიზების პროცესთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება", - განმარტავენ სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს, საპროგნოზო მონაცემებით, მანდარინის მოსავალი 115 500-მდე ტონა იქნება.



08.Apr.2019 17:15
214

The World Bank Lowers Forecast of Georgia's Economic Growth to 4.6%

More
04.Feb.2019 22:48
385

Russian communications giant VEON appoints Alex Kazbegi as Chief Strategy Officer

More
03.Feb.2019 19:03
635

Qatari marine company Milaha to launch container shipments in Black Sea, Poti

More
01.Feb.2019 16:33
560

Adjara Group plans to open a Rooms hotel in New York

More
25.Jan.2019 21:49
313

Nenskra HPP Project Investor Company’s CEO to Visit Georgia

More
25.Jan.2019 21:49
386

Nenskra HPP Project Investor Company’s CEO to Visit Georgia

More