Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

მთავრობამ ვიზალიბერალიზაციის გეგმის წარმატებით განხორციელების აღნიშვნისთვის ფული უკვე გამოყო

566ea0a770f0a
BM.GE
14.12.15 14:43
1161
საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკომისიამ გადაწყვეტილება ხვალ უნდა გამოაცხადოს, თუმცა საქართველოს მთავრობამ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებით განხორციელების აღნიშვნასთან დაკავშირებული ღონისძიებებისთვის დაფინანსება უკვე გამოყო.
 
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მთავრობის ადმინისტრაციას 220 450 ლარი გამოეყო. აღნიშნულს მთავრობის 11 დეკემბრის 2630-ე განკარგულება ითვალისწინებს, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს.

"ბიზნესკონტაქტი" დაინტერესდა, კონკრეტულად რა ღონისძიებების ჩატარება იგეგმება, მაგრამ როგორც მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში გვითხრეს, ღონისძიებების ზუსტი განრიგი ჯერ-ჯერობით უცნობია.

ინფორმაციისთვის, 2014 წლის 23 ივნისს, ქვეყნის პრემიერის განკარგულებით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1 მილიონი ლარი გამოიყო, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების აღსანიშნავი კონცერტის ორგანიზებას მოხმარდა.