Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სად და რა ფასად დაისვენებენ წელს ქართველები?

BM.GE
03.05.23 11:52
91
გამყვან ტურიზმზე ფასები და მოთხოვნა გაიზარდა. გამყვანი ტუროპერატორები BMG-სთან საუბრისას აღნიშნავენ, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ფასების ზრდის ერთ-ერთი მიზეზი სასტუმროების და ფრენების გაძვირება გახდა. ქართველი დამსვენებლების მხრიდან მოთხოვნად ქვეყნებს შორის თურქეთი, ეგვიპტე და საბერძნეთი ხვდება. ეგვიპტის და საბერძნეთის ტური თურქეთთან შედარებით იაფია თუ ეგვიპტეში მოგზაურობა დამსვენებელს 1300 ლარიდან დაუჯდება, თურქეთში ფასები 1400 ლარიდან იწყება, ხოლო მაგალითად კვიპროსზე მოგზაურობა 900 ლარიდან იწყება.