09.Dec.2015 13:05
Business

მთის პროდუქტები - Facebook-ზე დაწყებული ბიზნესი უკანაფშავის სოფლიდან

მთის პროდუქტები - Facebook-ზე დაწყებული ბიზნესი უკანაფშავის სოფლიდან
ნოდარ ტოხოსაშვილი უკვე სამი წელია პროდუქტს უკანაფშავში აწარმოებს, სოფელში არც კავშირგაბმულობა და არც ინტერნეტია. მთის პროდუქტების რეალიზება უკვე თბილისიდან, Facebook-ის მეშვეობით ხდება.
 
- უკვე 3-4 წელია მნიშვნელოვანი და საინტერესო წამოწყებით ხართ დაკავებული, რა სახის პროდუქტებს აწარმოებთ და სად შეუძლია მომხმარებელს, რომ შეუკვეთოს?

- ეს არის ბოსტნეული, რძის და ფუტკრის პროდუქტები. პროდუქტი მთაში, უკანაფშავში მომყავს. იქ სამწუხაროდ ამ დრომდე არ არის ინტერნეტი და კავშირგაბმულობა. ზაფხულში ამ პროდუქტს ვაგროვებ, ჩამომაქვს თუშეთში და იქიდან უკვე Facebook-ის საშუალებით ვანთავსებ გვერდზე და შემდეგ მიკავშირდებიან მომხმარებლები. მათთან შეთანხმებით ვაწვდი თბილისში პროდუქტს.

- ანუ კომუნიკაცია Facebook-ის საშუალებით ხდება და შემდეგ ჩამოგაქვთ პროდუქტები...

- დიახ, ვისაც რა აინტერესებს მწერენ და მათ პროდუქტის ვიდეო ფაილს, ან სურათსაც ვაწვდი. რაც მომხმარებელს აინტერესებს, ყველაფერი ონლაინ გვარდება.

- ფაქტია, რომ მოსახლეობა დაინტერესებულია ამ ფაქტით, სამი წელია მუშაობთ და რეალურად პროდუქტების ჩამოტანას აგრძელებთ. ამ ყველაფრის შესახებ მოსახლეობამ როგორ გაიგო, პოპულარიზაცია როგორ გაუწიეთ თქვენს საქმიანობას?

- ყველაფერი მოხდა სოციალური ქსელით. თავიდან Facebook-ის საკუთარ გვერდზე, შემდეგ შესაბამის ჯგუფში ვპოსტავდი და მომხმარებელმა ჩემი პროდუქცია დაახლოებით წელიწადნახევარში აითვისა. რთულია Facebook-ში დადებულით გაარკვიო ნამდვილია, თუ არ არის ნამდვილი. თავიდან 1-2-მა ადამიანმა აიღო ჩემი პროდუქტი, მათ რომ გაიხსენეს ძველი გემო, შემდეგ უკვე მომხმარებელიც გაიზარდა.

- ხარისხს თქვენ ამოწმებთ?

- ხარისხს სამწუხაროდ, ლაბორატორიაში არ ვამოწმებ. იმიტომ, რომ პროდუქტს მე სახლში ვაწარმოებ და ვეუბნები მომხმარებელს, რომ პასუხისმგებელი ვარ ჩემს ნაწარმზე. უმეტესად ისეთ პროდუქტს ვაწარმოებ, რომელიც შენახვადია.

- რა პროდუქტს იყენებთ, - თქვენ გაქვთ, თუ გლეხებისგან იღებთ?

- ძირითადად ჩემი პროდუქციაა, მაგრამ დიდი რაოდენობით არ ვაწარმოებ. თუ მოთხოვნაა ვიღებ იმ მეზობლისგან, ვისაც ვენდობი, მივუთითებ სურათს კოორდინატებს და შემდეგ მას თვითონ უკავშირდებიან.

- როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება განვითარდეს ეს ბიზნესი, რომ მეტი ადამიანი ჩაერთოს და უფრო მასშტაბური გახდეს?

- ამ საქმიანობით სოფელში მცხოვრები თითქმის ყოველი მეორე ადამიანია დაკავებული, მაგრამ ეს არ ჩანს, რადგან ბევრი არ იყენებს ინტერნეტ ქსელებს მის გასასაღებლად. მათ ჩამოაქვთ პროდუქტები და ისე ყიდიან. ეს საქმე მოკლევადიან პერიოდში შეიძლება მომგებიანი არ იყოს, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში 10-15 წელზე თუ გათვლი, უკვე ბრენდის სახელს მიანიჭებ და ვფიქრობ დიდი პერსპექტივა აქვს, მითუმეტე მთის პროდუქტები.

- შეკვეთიდან რამდენ ხანში ახერხებთ პროდუქტის მომხმარებლისთვის მიწოდებას?
    
- პირველივე ან მეორე დღეს.

- საახალწლოდ პროდუქტების ჩამონათვალი გაიზრდება?

- საკუთარი დიდი რაოდენობის არ მაქვს, მაგრამ მოთხოვნა თუ იქნება მეზობლებსაც დავიხმარებ და მსურველებს აუცილებლად დავაკმაყოფილებ.

- ფასები როგორია?

- საშუალო. არც ძვირია და არც იაფია. იმიტომ, რომ კარგი პროდუქტი იაფი არ ღირს. ყველას ვურჩევდი, რომ სოფელში ცხოვრებით იამაყოს.



08.Apr.2019 17:15
115

The World Bank Lowers Forecast of Georgia's Economic Growth to 4.6%

More
04.Feb.2019 22:48
274

Russian communications giant VEON appoints Alex Kazbegi as Chief Strategy Officer

More
03.Feb.2019 19:03
492

Qatari marine company Milaha to launch container shipments in Black Sea, Poti

More
01.Feb.2019 16:33
440

Adjara Group plans to open a Rooms hotel in New York

More
25.Jan.2019 21:49
197

Nenskra HPP Project Investor Company’s CEO to Visit Georgia

More
25.Jan.2019 21:49
276

Nenskra HPP Project Investor Company’s CEO to Visit Georgia

More