Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

მწვანე კონცხის ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები ზაფხულში დასრულდება

570cbcce2442c
BM.GE
12.04.16 13:14
1208
მწვანე კონცხის ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ცენტრალური მაგისტრალიდან მისასვლელი გზის, ტროტუარებისა და სანიაღვრე არხების, ასევე მცოცავი გრუნტის გამაგრებას ითვალისწინებს.
 
როგორც აჭარის მთავრობაში "ბიზნესკონტაქტს" განუმარტეს, პარალელურად მიმდინარეობს ბოტანიკურ ბაღთან მისასვლელი სკვერის და მახინჯაურის 800 მეტრი სიგრძის სანაპირო ზოლის კეთილმოწყობა. ნავმისადგომად გადაკეთდება ზღვაში შეჭრილი 150 მეტრი სიგრძის პირსი, რომელზეც იატაკი დაიგება და მოაჯირები გაუკეთდება.

ასევე, როგორც აჭარის მთავრობაში განმარტავენ, მწვანე კონცხზე მდებარე სავაჭრო და კვების ობიექტებს დაევალათ თავისნთი ობიექტების მოდერნიზება და კეთილმოწყობა. ადგილზე შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნაც იგეგმება.

არსებულ ობიექტებზე, სამუშაოებს 2 კომპანია „მონოლითი 2005“ და შპს“გზები“ ახორციელებს. სატენდერო პირობების თანახმად 3 მილიონ ლარად შეფასებული სამუშაოები 25 ივლისს უნდა დასრულდეს, თუმცა როგორც კომპანიაში განმარტავენ, რეაბილიტაციის პროცესის დასრულება, შესაძლოა ვადაზე 1 თვით ადრე მოხდეს.