Home
Category
TV Live Menu
Loading data...

NASA-მ 2016 წლის თებერვალი ისტორიაში ყველაზე ცხელ თვედ დაასახელა

56e6be61d5ca5
BM.GE
14.03.16 17:31
1032
2016 წლის თებერვალი ისტორიის მანძილზე, დედამიწაზე ყველაზე თბილ თვედ იქნა აღიარებული, - განაცხადეს NASA-ს ექსპერტებმა, როდესაც კოსმოსური თანამგზავრიდან მიღებული მონაცემები გააანალიზეს.
 
მათი განცხადებით, დედამიწის ზედაპირზე საშუალო ტემპერატურა თებერვალში 1,35 გრადუსით მაღალი იყო, ვიდრე იგივე თვეში, დაწყებული 1951 წლიდან-1980 წლამდე (ეს პერიოდი საკონტროლო პერიოდად მიიჩნევა).

მეცნიერები ასეთ ტემპერატურას არა მხოლოდ გლობალური დათბობის პროცესებს უკავშირებენ, არამედ სეზონზე ძლიერ "ელ-ნინიოს ეფექტს".

NASA-ს მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ასეთი თბილი თებერვალი ბოლოს 1998 წელს იყო. მაშინაც აქტიური იყო ელ-ნინიო, თუმცა საშუალო ტემპერატურამ მხოლოდ 0,846 გრადუსით გადააჭარბა.