Home
Category
TV Live Menu
Loading data...

#FORBESკვირა - თურქეთის მთავრობის ახალი შემადგენლობა

BM.GE
05.06.23 01:47
100
თურქეთის ახალარჩეულ პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მსოფლიოს ლიდერები შეიკრიბნენ. მათ შორის, ყველაზე ყურადსაღებია სომხეთის პირველი პირისა და პრემიერ მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ჩასვლა და ოფიციალური დასწრება ცერემონიაზე, რომელიც მსოფლიომ სომხეთის რესპუბლიკის მორიგ გზავნილად მიიღო როგორც ყარაბაღის, ასევე სხვა ძველი დაპირისპირების კერების აღმოსაფხვრელად.
თურქეთის ვიცეპრეზიდენტი ჯევდეთ ილმაზი გახდა, პოლიტიკოსი რომელიც წარსულში იკავებდა ვიცე პრემიერის პოსტს მთავრობაში.
შეიცვალა საგარეო საქმეთა მინისტრიც, და მევლუდ ჩავუშოღლუს პოზიციას ჰაკან ფიდანი იკავებს.
მეჰმეტ შიმშეკი თურქეთის მთავრობაში დაბრუნდა. 56 წლის ეკონომისტი უკვე იყო თურქეთის ფინანსთა მინისტრი და მთავრობაშიც მუშაობდა ვიცე პრემიერად. მეჰმეტ შიმშეკი, გარდა იმისა, რომ არის მერილ ლინჩში ნამუშევარი, ის ძალიან დიდი ავტორიტეტით სარგებლობს ინვესტორებსა და საერთაშორისო ბიზნესში და ხშირად, მას თურქეთის გამორჩეულ და ყველაზე საინტერესო ფიგურად მიიჩნევენ საინვესტიციო ფონდები, მას ენდობიან და ამიტომ, ეძახიან კიდეც ინვესტორების რჩეულს.