Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რას გულისხმობს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის კანონპროექტი?

BM.GE
22.05.23 11:52
84
საქართველოს ავტო იმპორტიორთა ასოციაციამ პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა, რომლის მიხედვითაც ბიზნეს სუბიექტებისთვის, რომლებიც დაკავებულნი არიან მეორადი ავტომობილების, მათი ნაწილების შემოტანითა და ვაჭრობით სამართლებრივი ჩარჩო უნდა შეიქმნას. 

კერძოდ, მომზადებული კანონპროექტი „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებას ითვალისწინებს, რომელიც ავტო იმპორტიორს ნაწილებად დასაშლელად შემოყვანილი ავტომობილის გაფორმების პროცედურებს გაუმარტივებს. კანონში ცვლილება საშუალებას მისცემს დეკლარაციის წარმდგენს, მიიღოს გადაწყვეტილება კუთვნილი საქონელი სატრანსპორტო საშუალებად დატოვოს, ან საკუთარი განცხადების საფუძველზე მისი ნაწილებად დემონტაჟი დაგეგმოს. ნაწილებად დაშლის შემთხვევაში მფლობელი დაიბეგრება დღგ-ს გადასახადით, როგორც ეს ავტონაწილების შემთხვევაში ხდება, ნაცვლად აქციზის გადასახადისა.

სტუმარი: ლაშა დარბაისელი - ავტოიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე;