ნავთობის ფასი 11 წლიან მინიმუმამდე დაეცა და ბარელზე 35 დოლარი შეადგინა. ბლუმბერგის ინფორმაციით, ლონდონის ბირჟაზე ბრენტის ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე 35,52 დოლარი შეადგინა, რაც 2004 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. გამოცემის ანალიტიკოსები ნავთობის ფასის შემცირებას ჩინეთის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებას და იუანის დევალვაციას უკავშირებენ.