Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ნავთობის ფასი შემცირდა

572c57e4946b9
BM.GE
06.05.16 12:36
1111
ბოლო ვაჭრობის შედეგად, ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე 44,63 დოლარი შეადგინა. WTI-ის ფასი ბარელზე $43,82 დოლარია.

ბლუმბერგის ინფორმაციით, ნავთობკომპანიების ნაწილმა ნავთობის მოპოვება დღე-ღამეში 475 000 ბარელამდე შეამცირეს. მოპოვების შემცირებაზე გავლენა იქონია კანადაში არსებულმა ხანძარმაც, რადგან აღნიშნულ რეგიონში ნავთობის ერთ-ერთი საბადო მდებარეობს.