Home
Category
TV Live Menu
Loading data...

#მხოლოდქართული - “სასტუმრო ქვევრები”

BM.GE
17.10.22 00:32
246
კახეთში სტუმრობისას ბიემჯის გადამღებმა ჯგუფმა კიდევ ერთ საინტერსო ობიექტს მიაკითხა. ამჯერად სასტუმრო ქვევრების შესახებ უნდა მოგიყვეთ. მეგობრებმა და უკვე ბიზნესპარტნიორებმა კახეთის მხარეში ქვევრს კიდევ ერთი საინტერესო დანიშნულება შესძინეს და ტურისტულ ობიექტად აქციეს. 5 მლნ ლარის ინვესტიციით 20 ქვევრის ფორმის სასტუმრო ნომერი შექმნეს და ადგილზე სამსართულიანი სასტუმროც ააშენეს. ქვევრები ჯერ არ ამოქმედებულა, თუმცა დამფუძნებლების გათვლით, პირველ დამსვენებელს 2023 წლის იანვრიდან მიიღებენ.