Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

„ვონდერნეტ ექსფრეს ინვესთმენთ გრუფი“ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელს შეუერთდა

BM.GE
22.05.23 15:22
77
ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალის მფლობელი ლოგისტიკური კომპანია „ვონდერნეტ ექსფრეს ინვესთმენთ გრუფის“ გენერალურმა დირექტორმა გაეროს გლობალური შეთანხმების ათ პრინციპს მოაწერა ხელი. გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრობის დამადასტურებელი სერტიფიკატი მამუკა მურჯიკნელს გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა, სალომე ზურაბიშვილმა გადასცა. ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, მხარეები კორპორაციული მდგრადობის სტანდარტების ოპერაციების დანერგვაზე იმუშავებენ. ასევე, ითანამშრომლებენ სხვადასხვა დარგობრივი სამუშაო ჯგუფების ფორმატში, კერძოდ, გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი საკითხების დანერგვის მიმართულებით.