21.Dec.2015 11:23
Economy

NDI: მოსახლეობის 60%-ს არ აქვს გადაწყვეტილი თუ, ვის მისცემს ხმას არჩევნებში

NDI: მოსახლეობის 60%-ს არ აქვს გადაწყვეტილი თუ, ვის მისცემს ხმას არჩევნებში
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი ნოემბრის თვის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.
 
NDI-ის კვლევის მიხედვით საქართველოს მოსახლეობის 18%-ის თანახმად, ქართული ოცნება მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომი პარტიაა, 14%–თვის ასეთი ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა, 9%-თვის კი - ირაკლი ალასანია-თავისუფალი დემოკრატები. იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ამბობენ, რომ არცერთი პარტია არ დგას მათ შეხედულებებთან ახლოს, აგვისტოს გამოკითხვის შემდეგ, 42%-დან 30%- მდე შემცირდა. აგვისტოს შემდეგ, არჩევნებზე სავარაუდოდ წამსვლელი მოქალაქეების რაოდენობა 49%-დან 64%-მდე გაიზარდა; თუმცა მათ უმეტესობას კვლავაც არ აქვს გაკეთებული არჩევანი. კითხვაზე “ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გადაწყვეტილი გაქვთ თუ არა ვის მისცემთ ხმას”, გამოკითხულთა 60%–მა განაცხადა, რომ მას არ აქვს გადაწყვეტილი თუ ვისზე გააკეთებს არჩევანს. გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული იმ ადამიანების 50%–საც, რომლებიც ამბობენ, რომ აუცილებლად წავიდოდნენ არჩევნებზე ხმის მისაცემად. მათ შორის ვინც ამბობს, რომ აუცილებლად წავიდოდა ხმის მისაცემად ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, 18%-მა თქვა, რომ კოალიცია ქართულ ოცნებას, 12% – ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, 7% კი ირაკლი ალასანია-თავისუფალ დემოკრატებს დაუჭერდა მხარს. მოქალაქეების თქმით, მათ პოლიტიკურ არჩევანზე ყველაზე მეტად შემდეგი ფაქტორები მოქმედებს: პარტიის წარსული საქმიანობა, პარტიის კონკრეტული წევრებისადმი ნდობა და პარტიის საარჩევნო პლატფორმა.



20.Apr.2019 14:28
97

New Economy Minister of Georgia Speaks about her Vision

More
20.Apr.2019 14:23
68

Mamuka Bakhtadze: If any Minister Can’t Keep Up with the Pace, Decisions will be Made

More
18.Apr.2019 22:43
115

Prime Minister Replaces Giorgi Kobulia with Natia Turnava as the Minister of Economy

More
18.Apr.2019 10:54
107

ADB is Providing a 60 Million GEL Loan to Georgian Credo Bank

More
17.Apr.2019 23:18
74

Import of Electricity Rises by 23% in March

More
17.Apr.2019 22:15
142

New CEO of Georgian Co-Investment Fund Appointed

More