Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ნიდერლანდებში პატიმრების სიმცირის გამო, წელს კიდევ 5 სასჯელაღსრულების დაწესებულება დაიხურება

56f676718d52c
BM.GE
26.03.16 15:40
1034
ნიდერლანდებში, კრიმინალის დაბალის მაჩვენებლის გამო, ციხეები იკეტება. 2013 წელს, ქვეყანაში 19 სასჯელაღსრულების დაწესებულება დაიხურა, მიმდინარე წლის ზაფხულში კი ქვეყანაში კიდევ 5 საპატიმრო დაიხურება.
 
გამოცემა Techinsider-ის ინფორმაციით, ციხეების დახურვა 2000-მდე სამუშაო ადგილის გაუქმებას გამოიწვევს. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ქვეყანამ ცარიელი ციხეების შესავსებად, ნორვეგიიდან 240 პატიმარი მიიღო, მხოლოდ იმისთვის რომ ობიექტებს მუშაობა არ შეეწყვიტათ.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ცარიელი დაწესებულებების შენახვა ქვეყანას ძვირი უჯდებოდა, რის გამოც მათი დახურვის გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

ქვეყანაში კრიმალის დონემ შემცირება 2004 წლიდან დაიწყო. ჰოლანდიაში კრიმინალის დაბალი მაჩვენებლის მიზეზად, ქვეყნის ნარკოპოლიტიკა და ყოფილი პატიმრების საზოგადოებაში რეინტეგრაციის პოლიტიკა სახელდება, ასევე ელექტრონული მონიტორინგის სისტემა, რომლის მეშვეობითაც კანონდამრღვევებს საზოგადოებაში ყოფნის უფლება ენიჭებათ.

ქვეყნის მოსახლეობა 17 მილიონს შეადგენს, საიდანაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 11,600 ადამიანია.