Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ნოდარ ჯავახიშვილი: ტემპებმაც და ხარისხმაც მნიშვნელოვნად მოიმატა

5681157c64a35
BM.GE
28.12.15 14:42
1206
„მე მაქვს პირდაპირ მითითებული, - სადაც არ არის კონკურენცია ის ტენდერი არ უნდა ჩატარდეს“, - აღნიშნულის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა. ნოდარ ჯავახიშვილის თქმით ინფრასტრუქტურული პროექტების კუთხით, გაუმჯობესდა ხარისხიც და ტემპებიც.
 
„მე მაქვს პირდაპირ მითითებული, - სადაც არ არის კონკურენცია ის ტენდერი არ უნდა ჩატარდეს. ჩაშლილი ტენდერი როგორც წესი 1 კვირაში 10 დღეში ცხადდება ხელახლა.

ავტობანზე ბოლოს 19 კილომეტრი გახსენით. მე ვთვლი, რომ ეს ძალიან კარგია. ტემპებმაც და ხარისხმაც ბოლო პერიოდში ერთდროულად მნიშვნელოვნად მოიმატა.

სადაც შეფერხება გვაქვს ეს სამწუხაროდ არის მომდინარე პროცესი. იგივე ქობულეთის მნაკვეთზე, სამუშაოები გაზის გადართვის გამო შეჩერებული გვაქვს“, - განაცხადა ჯავახიშვილმა.