Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ნოდარ ხადური: 2016 წელი არ იქნება მარტივი

568a14084da7f
BM.GE
04.01.16 10:38
1154
"რეგიონის ქვეყნებში არსებული სიტუაცია არავის წისქვილზე არ ასხავს წყალს და მათ შორის არც საქართველოს მიმართებაში“, - აღნიშნულის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა გადაცემაში „ბიზნესკონტაქტი“ განაცხადა. მინისტრის თქმით, 2016 წელი არ იქნება მარტივი, თუმცა ნოდარ ხადური იმედს გამოთქვამს, რომ მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები 3 პროცენტზე მეტი იქნება.
 
"2016 წელი ძალიან მარტივი რა იქნება, თუ რეგიონში არსებულ მდგომარეობას გავითვალისწინებთ. რეგიონის ქვეყნებში არსებული სიტუაცია არავის წისქვილზე არ ასხავს წყალს და მათ შორის არც საქართველოს მიმართებაში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, თუ მსოფლიო ბაზარზე როგორ განვითარდება მოვლენები ნავთობთან ფასთან დაკავშირებით. ესეც ერთის მხრივ კარგია, მაგრამ მეორეს მხრივ, ეს არის შემოსავლები იმ ქვეყანაში და შესაბამისად ჩვენი პოტენციური ინვესტიციები და პოტენციური ექსპორტია. თუმცა, მე მინა გითხრათ, რომ ჩვენ ყველა ამ რისკზე ნაფიქრი და ნამუშევარი გვაქვს და ჩვენი ბიუჯეტი, ამდაგვარად არის აგებული და განმარტებით ნაწილზე რამდენიმე სცენარია. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ მომავალი წელი უკეთესი იქნება და უფრო მეტი იქნება ეკონომიკური ზრდა, ვიდრე 3 პროცენტი“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.