Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ნოდარ ხადური: უკიდეგანო საგადასახადო შემოწმებები აღარ იქნება

5684f6993b775
BM.GE
31.12.15 13:20
1125
ფინანსთა სამინისტრო საგადასახადო შემოწმებებზე და მის ვადებზე მკაცრ რეგლამენტს აწესებს.
 
"ჩვენ გადავწყვიტეთ ახალ ეტაპზე გადავიდეთ, ახალი სიცოცხლე მივცეთ ჩვენს ურთიერთობას და აგვაქვს ასეთი წინადადება, რომ ჩენ ძალიან მკაცრ რეგლამენტს დავაწესებთ საგადასახადო შემოწმებებზე და მის ხანგრძლივობაზე. შემოწმებები იქნება ნორმატივებით დადგენილი და ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ ბიზნესისგან ჩვენ ინფორმაცია სრულად უნდა მივიღოთ და მალე დავასრულოთ საგადასახადო შემოწმებები. უკიდეგანო საგადასახადო შემოწმებები აღარ იქნება. სიმართლე გითხრათ არც არის , - 1000 შემთხვევიდან 940 დროში ეტევა", - განაცხადა მინისტრმა "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას.