Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ნოემბერში საქართველოში ფულადი გზავნილები 19 მილიონი დოლარით შემცირდა

56700ead77a98
BM.GE
15.12.15 16:55
1264
2015 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 85.2 მლნ აშშ დოლარი, ანუ 204.6 მლნ ლარი შეადგინა, რაც 18.3 პროცენტით (19.1 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2014 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
 
ეროვნული ბანკის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 91.7 პროცენტი იმ 13 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ნოემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 13 ქვეყანაზე გასული წლის ნოემბერში მთელი ფულადი გზავნილების 92.2 პროცენტი მოდიოდა.

ნოემბერში საბერძნეთიდან ფულადმა გზავნილებმა 8,7 მილიონი დოლარი შეადგინა, ქვეყნის წილი მთლიან მოცულობაში 10,2 პროცენტია. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში საბერძნეთის წილი ფულადი გზავნილების მოცულობაში 14 პროცენტი იყო.

8,3 მილიონი დოლარი შეადგინა ფულადმა გზავნილებმა იტალიიდან, ქვეყნის წილი მთლიან მოცულობაში 10.2 პროცენტია. 33 მილიონი დოლარი შემოვიდა რუსეთიდან. რუსეთის წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში 39 პროცენტია. 9,7 პროცენტამდე გაიზარდა აშშ-ს წილი ფულადი გზავნილების მოცულობაში. ნოემბერში აშშ-დან საქართველოში 8,2 მილიონი დოლარი შემოვიდა.

5 მილიონით განისაზღვრა ფულადი გზავნილები თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან კი 1,3 მილიონი დოლარის ტრანსფერი განხორციელდა.

ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 14.7 მლნ აშშ დოლარი (35,4 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 15.7 მლნ აშშ დოლარისა (28.0 მლნ ლარისა) გასული წლის ნოემბერში.