Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ოპეკმა თებერვალში ნავთობის მოპოვება შეამცირა

56d6d27257310
BM.GE
02.03.16 15:45
1137
"ოპეკმა" თებერვალში ნავთობის მოპოვების მოცულობა დღე-ღამის განმავლობაში 280 ათასი ბარელით შეამცირა. Reuters_ის ინფორმაციით, თებერვალში ოპეკის წევრი ქვეყნები ყოველდღიურად 32,37 მილიონ ბარელ ნავთობს მოიპოვებდნენ. Reuters-ი წერს, რომ შემცირებაზე გავლენა ერაყში არსებულმა ვითარებამ იქონია, საიდანაც ნავთობის მიწოდება შეწყდა. ნავთობსადენი ქურთისტანი თებერვლის შუა რიცხვებში ჩაიკეტა, მიწოდების აღდგენა მარტის შუა რიცხვებში მოხდება. Reuters-ი აღნიშნავს, რომ საუდის არაბეთი ნავთობის მოპოვების სტაბილურ მოცულობას ინარჩუნებს.
 
გასული წლის დეკემბერთან შედარებით, ირანში ნავთობის მოპოვების მოცულობა დღეში 200 000 ბარელით გაიზარდა. თეირანი აცხადებდა, რომ საერთაშორისო სანქციების მოხსნის შემდეგ, ექსპორტს დღეში 500 000 ბარელამდე გაზრდის.