Home
Category
TV Live Menu
Loading data...

როგორ ხვდებიან საცურაო აუზები ზაფხულის სეზონს?

BM.GE
13.06.23 09:28
42
ღია საცურაო აუზების უმრავლესობამ ზაფხულის სეზონი უკვე დაიწყო და მომხმარებლებსაც აქტიურად მასპინძლობს. “საქმიან დილასთან” საუბრისას აუზების მენეჯერები სეზონის დასაწყისს წარმატებულად აფასებენ. ზოგიერთ საცურაო აუზზე ინფლაციის და გაძვირებული აუზის და წყლის მოვლის იმპორტირებული საშუალებების ფონზე, ფასების კორექტირება მოუხდათ, მაგალითად, თუ ერთთვიანი ულიმიტო აბონიმენტი ამ დრომდე 350 ლარი ღირდა, ახლა 420 ლარი ღირს. 12 ვიზიტიანი აბონიმენტის ფასი 300 ლარის ნაცვლად 370 ლარია. აუზების მენეჯერებს ცხელ სეზონზე, აგვისტოში, ვიზიტორების ზრდის უფრო დიდი მოლოდინი აქვთ და მათი მასპინძლობისთვისაც აქტიურად ემზადებიან.