Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ოქროს ფასი დაეცა

56f3eb4354320
BM.GE
24.03.16 17:26
1508
ოქროს ფასი დაეცა. ძვირფას მეტალზე ფასის ცვლილება ამერიკული დოლარის გამყარებამ და შტატების ფედერალური სარეზერვო სისტემის წარმომადგენლების პროგნოზმა გამოიწვია. მათი განცხადებით, განაკეთის გაზრდა იგეგმება. ერთი უნცია ოქროს ფასმა 1.233,7 დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც წინა დღეს ფასი 1.248 დოლარი იყო.
 
ფილადელფიის სარეზერვო ბანკის ხელმძღვანელმა, პატრიკ ჰარკერის განცხადებთ, ცენტრალურმა ბანკმა განაკვეთის კიდევ ერთხელ გაზრდის შესაძლებლობა მომავალ თვეში უნდა განიხილოს. ამავე დროს, ჩიკაგოს სარეზერვო ბანკის ხელმძღვანელმა ჩარლზ ევანსმა კი განაცხადა, რომ წელს განაკვეთის კიდევ 2-ჯერ გაზრდას ელოდება.

"აშშ-ის ცენტრალური ბანკის წარმომადეგენლების კომენტარებმა ოქროს ფასის შემცირებას შეუწყვეს ხელი, მაგრამ ისინი სავარაუდოდ ვერ შეცვლიან გრძელვადიან განწყობებს, რომლებიც ფასის ზრდას უწყობს ხელს", - განაცხადა ჟორჟეტ ბელმა ABN Amro-დან.