Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

პარიზის სასტუმროების, რესტორების და მუზეუმების მოგება 24%-ით შემცირდა

566fb3285db27
BM.GE
15.12.15 10:26
1243
საფრანგეთში 13 ნოემბერს განხორციელებული ტერაქტების შემდეგ, ერთი თვის ანალიზის მიხედვით, პარიზის სასტუმროების, რესტორების და მუზეუმების მოგება 24%-ით შემცირდა. საფრანგეთის ტურიზმის კომიტეტის ინფორმაციით, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, სტუმრების რაოდენობა 27%-ით არის შემცირებული. ფრანგული სასტუმროების კავშირის UMIH-ის პრეზიდენტის კრისტინა ნავეს განცხადებით, კაფე-რესტორნებს ნოემბერში 20-40%-ით ნაკლები სტუმარი ჰყავდათ. „თუკი სადილის დროს სტუმრების რაოდენობის ცვლილებას შევადარებთ ამ დროისთვის ჩვეულ მდგომარეობას, საღამოობით ანამდვილი კატასტროფაა“. გამოკითხულო სასტუმროების 35% გასულ პერიოდს მოგების მოცულობის შეფასების გათვალისწინებით, ცუდს უწოდებს. ტურისტული პაკეტების გაყიდვა პარიზში ერთ თვეში 20-30% ით შემცირდა.კომიტეტის წინასწარი პროგნოზების მიხედვით, 2016 წლის დასაწყისამდე სიტუაცია არ გაუმჯობესდება. ანგარიში პარიზში მომუშავე 450 კომპანიის მონაცემების მიხედვით არის შედგენილი.