Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, წელს საქართველოს ეკონომიკა 3,5%-ით გაიზრდება

56b068a350121
BM.GE
02.02.16 12:25
1003
პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მაკროეკონომიკური პროგნოზირების მოდელის მიხედვით, 2016 წლისათვის რეალური მშპ-ს ზრდის ტემპის პროგნოზი 3.5%-ს, ხოლო 2017-2019 წლებისათვის საშუალო ზრდა 4.9%-ს შეადგენს.
 
პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2016 წლისათვის ნაერთი ბიუჯეტის მთლიანი სალდოს მოსალოდნელი მოცულობა -1.2%-ს შეადგენს, რაც მცირედით განსხვავდება ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტით (BDD) განსაზღვრულ მაჩვენებლისაგან ძირითადად ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების განსხვავებული პროგნოზის გავლენით. კერძოდ, საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2016 წლისათვის ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების მოცულობა 8,694 მლნ ლარს შეადგენს, რაც BDD-ით წარმოდგენილ პროგნოზზე მცირედით ნაკლებია.

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, 2016 წლისათვის მოსალოდნელი მიმდინარე ანგარიშის ბალანსი -9.0% შეადგენს, ხოლო BDD-ით განსაზღვრული ანალოგიური მაჩვენებლის პროგნოზი -9.8%-ს შეადგენს.

საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, სახელმწიფო ვალის მოცულობა (% მშპ-თან) 2016 წლისათვის 0.3%-ით გაიზრდება და 41.6%-ს მიაღწევს.1 ხოლო საშუალოვადიან პერიოდში მოსალოდნელია სახელმწიფო ვალის კლებადი ტენდენცია ძირითადად საგარეო ვალის მოცულობის კლების გავლენით.

საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, მიმდინარე წელს მოსალოდნელია, ექსპორტის 17.2%-ით ზრდა წინა წელთან შედარებით, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში ექსპორტის ზრდის ტემპი საშუალოდ 14%-ით განისაზღვრება. იმპორტის მოსალოდნელი ზრდის ტემპი 2016 წლისათვის 6.6%-ს შეადგენს და საშუალოვადიან პერიოდში კი საშუალოდ 11%-ს გაუტოლდება.