86 მომხრე 28 წინააღმდეგი, - საქართველოს პარლამენტმა მთავრობას ნდობა გამოუცხადა. მთავრობისა და პრემიერის დამტკიცებაზე შესაბამის აქტს ხელი პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა მოაწერა. მთავრობის ახალ შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ახალი მინისტრია, - საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილი მიხეილ ჯანელიძემ შეცვალა.