Home
Category
TV Live Menu
Loading data...

პეკინმა ნიუ-იორკს "მილიარდელების დედაქალაქის" სტატუსი ჩამოართვა

56ceb0766eafb
BM.GE
25.02.16 11:41
1841
მსოფლიოში ყველაზე მეტი მილიარდერი პეკინში ცხოვრობს. ჩინური კომპანია Hurun-ის კვლევის მიხედვით, ისტორიაში პირველად, ნიუ-იორკს "მილიარდერების დედაქალაქის" სტატუსი პეკინმა ჩამოართვა. BBC-ის ინფორმაციით, ჩინეთის დედაქალაქში 100 მილიარდერი ცხოვრობს, ნიუ-იორკში კი 95. რეიტინგის მეხუთე ადგილზე შანხაი მოხვდა.

Hurun-ი ქვეყანაში მდიდარი ადამიანების რაოდენობას უკვე მეხუთე წელია ითვლის, კვლევითი კომპანია ქონების შეფასებას ამერიკულ დოლარში ახდენს. კვლევის მიხედვით, მიუხედავად ჩინეთის ეკონომიკის შენელებისა, პეკინს გასულ წელს 32 მილიარდერი შეემატა, ნიუ-იორკს კი 4. მიუხედავად ამისა, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში, კვლევის მიხედვით პირველ ადგილებს კვლავ ამერიკელი ინვესტორები იკავებენ.

ჩინეთში 568 მილიარდერი ცხოვრობს, ამერიკაში კი 535.