Home
Category
TV Live Menu
Loading data...

პორტუგალიას "ოქროს ვიზების" პროგრამამ 14 თვეში 1,6 მილიარდი ევრო მოუტანა

56a70fbb661ca
BM.GE
26.01.16 09:43
1244
პორტუგალიაში განხორციელებულმა ე.წ. "ოქროს ვიზების" პროგრამამ ქვეყანას 14 თვეში 1,6 მილიარდი ევრო მოუტანა. პროგრამა მსხვილი ინვესტორებისთვის პორტუგალიაში ბინადრობის ნებართვის დაჩქარებული წესით მინიჭებას გულისხმობს, ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მიზიდვის მიზნით. საერთო ჯამში, 2015 წელს უცხოელებმა პორტუგალიაში უძრავი ქონების შესაძენად 1,6 მილიარდ ევროზე მეტი დახარჯეს. პორტუგალიის საიმიგრაციო სამსახურის ინფორმაციით, 2015 წელს ინვესტორებზე 2 788 ბინადრობის ნებართვა გაიცა, აქედან 95% პორტუგალიაში უძრავის ქონების ყიდვის სანაცვლოდ, 149 - კაპიტალის გადარიცხვის სანაცვლოდ, ოთხი კი პორტუგალიაში ათი ან მეტი სამუშაო ადგილის შესაქმნელად. "ოქროს ვიზების" პროგრამა პორტუგალიაში 2012 წლიდან ამოქმედდა.