Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რატომ იზრდება ხორცისა და ხორცპროდუქტების იმპორტი?

BM.GE
28.06.23 13:36
59
საქართველოში ხორცისა და ხორცპროდუქტების მოხმარება იზრდება. Galt & Taggart-ის კვლევის მიხედვით, 2017-22 წლებში ხორცის მოხმარება საშუალოდ 1.8%-ით, ხოლო ხორცპროდუქტების მოხმარება 3.8%-ით გაიზარდა. საინვესტიციო ბანკის პროგნოზით, ხორცის მოხმარება მომავალი ხუთი წლის განმავლობაში წლიურად საშუალოდ 5%-ით, ხოლო ხორცპროდუქტების მოხმარება 8%-ით გაიზრდება. 

საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე ხორცის მოხმარება 2022 წლის მდგომარეობით 39 კგ შეადგენდა. მოხმარების ნახევარი ადგილობრივი წარმოებით კმაყოფილდება, ხოლო დანარჩენი იმპორტით. 

ხორცისა და ხორცპროდუქტების იმპორტი საქართველოში გასულ წელს 35%-ით გაიზარდა და 187.2 მლნ დოლარი შეადგინა. რამდენად ეწევა მზარდ მოხმარებას მიწოდება და რაზე მიანიშნებს გაზრდილი იმპორტის სტატისტიკა?

სტუმარი: ბექა გონაშვილი - ფერმერი.