პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ლარის კურსის გაუფასურებაში საგანგაშო არაფერია. როგორც დღეს გიორგი კვირიკაშვილმა დავოსში, ჟურნალისტებს განუცხადა მთავრობა ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, ოპტიმისტურად არის განწყობილი.
"ეს არის კორექტირება ლარის კურსის, იმ დევალვაციასთან მიმართებაში, რომელიც გასულ დღეებში მოხდა ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. აქ არაფერი საგანგაშო არ არის, ჩვენ გვაქვს ყველა მიზეზი რომ ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილი, საქართველოში წელს იქნება საკმაოდ კარგი ეკონომიკური ზრდა. ჩვენ ვერანაირ საფუძველს იმისას, რომ რაიმე ნეგატიურს ვხედავდეთ ამაში, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ ვხედავთ", - განაცხადა პრემიერმა.