Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

პრემიერი: მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმიდან ყველაზე მნიშვნელოვანი განათლების რეფორმაა

56f4d1e8b15ae
BM.GE
25.03.16 09:50
1224
საქართველოს პრემიერ–მინისტრი მიიჩნევს, რომ მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმიდან ყველაზე მნიშვნელოვანი განათლების რეფორმაა.  ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. მისი თქმით, პროფესიული განათლების ახალი მოდელი ნიშნავს უფრო მეტ კვალიფიცირებულ, კონკურენტუნარიან პროფესიონალს და მეტ დასაქმებულს ქვეყანაში.

"გუშინ საზოგადოებას წარვუდგინეთ მთავრობის ახალი 4-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება, განათლების რეფორმის ერთი-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, ეს არის პროფესიული განათლების რეფორმა. დარწმუნებული ვართ, რომ ის გეგმა რომელიც გაგვაჩნია და რომელსაც მივყვებით ნაბიჯ–ნაბიჯ,  ეს არის:  ეკონომიკის გაძლიერება, შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული განათლების სისტემა, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ინფრასტრუქტურა და მოქნილი, ეფექტური სახელმწიფო მმართველობა,– ნამდვილად მისცემს ქვეყანას საშუალებას  განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეს. განათლების რეფორმის პირველი ბლოკი, გახლავთ პროფესიული განათლების სრულიად ახლებური მოდელი, რომელიც დამსაქმებელთან ერთად და სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის მოდელზე აგებულ განათლების სისტემას ნიშნავს, რაც ნიშნავს უფრო მეტ კვალიფიცირებულ, კონკურენტუნარიან პროფესიონალს და მეტ დასაქმებულს ქვეყანაში. ნიშანდობლივია, რომ პირველი ამ ოთხპუნქტიან რეფორმათა გეგმიდან წარდგენილია ზუსტად განათლების რეფორმა, რომელიც ვფიქრობ, რომ მართლაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ოთხ მიმართულებას შორის", - აღნიშნა პრემიერმა.