Home
Category
TV Live Menu
Loading data...

პრემიერი: NDI-ის კვლევის გარკვეული ნაწილი არ ასახავს იმ რეალობას, რაც ჩვენს ქვეყანაშია

57111e2b10973
BM.GE
15.04.16 20:59
996
„NDI-ის კვლევის გარკვეული ნაწილი არ ასახავს იმ რეალობას, რაც ჩვენს ქვეყანაშია“, - განაცხდაცა თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა. მისი თქმით, NDI მნიშვნელოვანი ინსტიტუტია და მას საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში დიდი როლი აქვს, თუმცა პრემიერის თქმით, კვლევის გარკვეული მაჩვენებლები რეალობას არ ასახავს.
 
„კვლევას ახორციელებს სხვადასხვა კონტრაქტორი კომპანია, რომლებსაც შესაძლოა არ ჰქონდეთ იმ დონის პროფესიონალიზმი, ან მოცულობა კვლევის არ იყოს იმხელა რომ ზუსტად გამოხატოს საზოგადოების პრიორიტეტები. არ ვიტყოდი, რომ კვლევას არ ვენდობი, მასში არის საკმაოდ მნიშვნელოვანი კომპონენტები, რომლებიც ჩემთვის ძალიან საინტერესოა.

თუმცა, არის მომენტები, როდესაც მე შესაძლოა სხვა განცდები მქონდეს იგივე ქართული ოცნების მხარდამჭერთა პროცენტულ მაჩვენებლთან მიმართებაში და სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში, რაც ეხება პიროვნებების პოპულარობას თუ არაპოპულარობას რეიტინგების მიხედვით. ამიტომ მე ვფიქრობ რომ ასე ერთი ხელის მოსმით არ ივარგებს ნეგატიური კომენტარის გაკეთება. შეიძლება რაღაცას ვენდობოდეთ, რაღაცას არ ვენდობოდეთ.

არის გარკვეული მაჩვენებლები კვლევაში, რომელიც რადიკალურად განსხვავდება იმ რეალობისგან რაც ჩემი აზრით საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას გააჩნია. კვლევის გარკვეული ნაწილი არ ასახავს იმ რეალობას, რაც ჩვენს ქვეყანაშია“, - განაცხადა პრემიერმა.