16.Jan.2016 16:41
Society

პრემიერი "მეტრო ატლას ჯორჯიას" დამფუძნებელს: თქვენ ათობით ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინეთ

პრემიერი "მეტრო ატლას ჯორჯიას" დამფუძნებელს: თქვენ ათობით ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინეთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თურქ ბიზნესმენს, „მეტრო ატლას ჯორჯიას“ დამფუძნებელ გალიფ ოზთურქს შეხვდა. საუბარი შეეხო საინვესტიციო პროექტებს, რომელსაც ბიზნესმენი საქართველოში ახორციელებს.

პრემიერმა გალიფ ოზთურქს საქართველოში განხორციელებული საინვესტიციო პროექტებისა და ქველმოქმედებისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

„მინდა, იცოდეთ, რომ კონკრეტულად თქვენ, საქართველოში ათობით ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინეთ, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას გიხდით. ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ და გპირდებით მთავრობის აბსოლუტურ მხარდაჭერას იმ ძალიან ბევრ კარგ საქმეში, რასაც აკეთებთ“, - მიმართა პრემიერ-მინისტრმა ბიზნესმენს.

ბიზნესმენმა გალიფ ოზთურქმა „საქართველოს სოლიდარობის ფონდში“, უკვე მეორედ, ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის დონაცია განახორციელა, რამაც ფონდს ონკოლოგიური დაავადებების მქონე მრავალი ბავშვისა და ახალგაზრდის სიცოცხლის გადარჩენის საშუალება მისცა.



21.May.2019 16:18
94

Government Will Not Cover Commercial Risks of Anaklia Port - Tskitishvili

More
20.May.2019 11:22
131

Christine Lagarde - Harnessing Reforms to Boost Inclusive Growth, Full Speech

More
17.May.2019 23:54
84

Bakhtadze: We will Build a Modern Educational Space in Batumi

More
13.May.2019 18:16
118

Natia Turnava's Interview with "Forbes Week"

More
09.May.2019 01:08
158

200 New Buses to Enter Tbilisi from 2020

More
26.Apr.2019 19:26
257

EU launches three new environmental projects in Georgia

More