Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

პრემიერი: რეგიონებში სხვა საქართველო გვაქვს, სხვა ადამიანებით

569cb14527b6b
BM.GE
18.01.16 13:22
1280
პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ბიზნესმენებს ის რეფორმები გააცნო, რომლის გატარებასაც მთავრობა გეგმავს, ერთ-ერთ რეფორმად პრემიერმა რეგიონებზე აქცენტის მაქსიმალურად გადატანა დაასახელა.
 
"რეგიონალური განვითარება უნდა იყოს ერთ-ერთი უმთავრესი ქვაკუთხედი. ხშირად ხდება, რომ ჩვენ გვაქვს შეგრძნებები, რომ რაღაცეებს ვახორციელებთ მაგრამ რეგიონებში გვაქვს სხვა საქართველო, სხვა ადამიანებით. იქ სხვა რეალობაა და ამ ადამიანებს არანაირი შეგრძნება, რომ მათ რაიმე კუთხით, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობა აქვთ, - არ აქვთ. ამიტომ მაქსიმალური აქცენტი იქნება გადატანილი რეგიონების განვითარებაზე, რეგიონული ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარებასა და და სწორ პრიორიტეტიზაციაზე", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.