Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

პრემიერმა თბილისის მერს პროექტების კონტროლის გამკაცრების თხოვნით კიდევ ერთხელ მიმართა

569dd76cefddc
BM.GE
19.01.16 10:22
1104
თბილისში ახალი პროექტების განხორციელებასა და დედაქალაქის ტურისტული პოტენციალის განვითარების შესაძლებლობებზე იმსჯელეს სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
 
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ინფორმაციით, პრემიერმა თბილისის მერიის წარმომადგენლების მხრიდან მოისმინა ინფორმაცია ქალაქში მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტების შესახებ.

"საუბარია დედაქალაქში სრულიად ახალი პროექტის დაწყებაზე, რომელიც ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობაზე, ტურიზმის განვითარებასა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაჯანსაღებაზე იქნება ორიენტირებული", - ნათქვამია პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პრემიერ-მინისტრმა თბილისის მერს პროექტების განხორციელების ტემპებისა და ეფექტიანობის კონტროლის გამკაცრების თხოვნით კიდევ ერთხელ მიმართა.