08.Jan .2016 15:24

პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატურას, სავარაუდოდ, ერთ თვეში დაასახელებს

views 991
Back

პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატურას, სავარაუდოდ, ერთ თვეში დაასახელებს. როგორც გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პროცესი ღიად და გამჭირვალედ მიმდინარობს.
 
"ეროვნული ბანკის ირგვლივ მიმდინარეობს, როგორც უკვე ჩვენს მიერ დადგენილია, უაღრესად ღია და გამჭვირვალე პროცესი, რომელშიც უკვე ტრადიციულად აქტიურად ჩართულია, როგორც სამოქალაქო საზოგადოება, ასევე ექსპერტთა წრე, პროცესი ასევე ფართოდ შუქდება მედიის მიერ. ეს პროცესი დაიწყო რამოდენიმე თვის წინ. სავარაუდოდ, ერთი თვის ფარგლებში მოხდება ახალი კანდიდატურის გამოკვეთა და წარდგენა პარლამენტისთვის", - განაცხადა პრეზიდენტმა.