Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

პრეზიდენტი "მაესტროს" მოვლენებზე: უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს თავისუფალი მედია

56b391057eaab
BM.GE
04.02.16 21:56
1171
"უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს თავისუფალი მედია“, - აღნიშნულის შესახებ, პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ შესახებ თემის კომენტრირებისას განაცხადა.
 
"მე ვუბრუნდები იმ ძირითად გზავნილებს, რომელიც არაერთხელ მითქვამს საზოგადოებისთვის. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს თავისუფალი მედია, მრავალფეროვანი მედია. მედია, რომელიც ახლა მე როგორც პოლიტიკოსს მაძლევს საშუალებას ვიმუშავო და ვიურთიერთობო საზოგადოებასთან. მედიის უაღრესად მნიშვნელოვანი და მთავარი ფიგურანტები ჟურნალისტები არიან და მე იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი პროცესი, რომელიც წარიმართება ქართულ ტელესივრცეში იქნება ამ ღირებულებების დაცვით, ამ მიმართულებით. იმედი მაქვს, რომ მაესტროშიც ჟურნალისტებს ყოველთვის ექნებათ შესაძლებლობა ეფეტურად იმუშავონ და შეასრულონ საკუთარი საქმე“, - განაცხადა პრეზიდენტმა ტელეკომპანია "მაესტროს“ ეთერში.