Home
Category
TV Live Menu
Loading data...

პრივატიზაციის გზით გასხვისებული ქონება აუქციონზე ხელახლა გაიყიდება

57171a68c9f85
BM.GE
20.04.16 09:55
1705
წყალტუბოში, საპრივატიზაციო ნუსხაში შემავალი ორი სანატორიუმი გასულ თვეს გაიყიდა. სანატორიუმი "ივერია" 253 000 ლარად გაყიდა, ხოლო სანატორიუმი „ციკარი“ კი 160 000 ლარად. თუმცა აუქციონში გამარჯვებულმა კომპანიებმა სახელმწიფოს საბანკო გარანტიები ვერ წარუდგინეს, რის გამოც ხელშეკრულება არ გაფორმდა და ობიექტები აუქციონზე ხელახლა გავიდა.

აუქციონის პირობების მიხედვით, სანატორიუმ "ცისკარის" ადგილზე მის ახალ მფლობელს, შ.პ.ს "არგოს" სულ მცირე 5 000 000 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა, თუმცა როგორც კომპანიაში "ბიზნესკონტაქტს" განუცხადეს სახელმწიფოსთან ხელშეკრულება არ გაფორმდა, რისი მიზეზიც საბანკო გარანტია გახდა.

საბანკო გარანტიის არქონის გამო, ხელახლა გამოცხადდა აუქციონი სანატორიუმ "ივერიაზეც“. როგორც კომპანიაში განგვიცხადეს, კომპანია ამჯერადაც აპირებს აუქციონში მონაწილეობის მიღებას.

ქონების მართვის სააგენტოს ცნობით, ორივე ობიექტზე აუქციონის პირობები უცვლელი რჩება.