Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

პროდუქციაში პიროტექნიკის არსებობის გამო, შპს "დავლათს" საწარმოო პროცესი შეუჩერდა

56701ff8dccc2
BM.GE
15.12.15 18:10
1097
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბურბუშელაში პიროტექნიკის აღმოჩენასთან დაკავშირებით ფაქტის შესწავლა დაიწყო. როგორც უწყებაში განმარტავენ, სააგენტოს ინსპექტორებმა ბურბუშელას მწარმოებელ შპს „დავლათში“ არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს.

"სურსათში დადასტურდა ფიზიკური საფრთხის შემცველი პიროტექნიკის არსებობა, გამოვლინდა ასევე სხვა კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც შპს „დავლათს“ შეუჩერდა საწარმოო პროცესი, ბიზნესოპერატორი კი 1000 ლარით დაჯარიმდა. მას დაევალა პროდუქციის ბაზრიდან გამოთხოვა, რასაც ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო გაუწევს.

სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს ინსპექტირებას მთელი ქვეყნის მასშტაბით და მიმართავს ბიზნესოპერატორებს, არ განათავსონ სურსათთან ერთად ასაფეთქებელი, მომწამვლელი და სხვა სახის ნივთიერებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები და პასუხისმგებლობა დაეკისრება როგორც მწარმოებელს, ასევე რეალიზატორს. სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, მსგავსი ფაქტების აღმოჩენისას დაუყოვნებლივ დარეკონ სააგენტოს ცხელ ხაზზე: 291 91 68", - განმარტავენ უწყებაში.