Home
Category
TV Live Menu
Loading data...

პუტინის მიერ შექმნილმა სარეიტინგო ფირმამ მუშაობა დაიწყო

56f102dd6a19b
BM.GE
22.03.16 12:28
1209
პუტინის მიერ შექმნილმა სარეიტინგო ფირმამ მუშაობა დაიწყო. ახალმა ფირმამ კონკურენტებს დაძაბული გარემო უკვე შეუქმნა. კრემლის ლიდერის შექმნილი ფირმის გავლენით Moody’s Investors Service Inc.-მა და Fitch Ratings Ltd.-მა ადგილობრივი რეიტინგების გამოკვლევაზე უარი თქვეს. საერთაშორისო კომპანიებს ადგილობრივი ACRA ჩაანაცვლებს. რუსეთის ფინანსთა სამინისტროს გათვლით, რომელსაც ცენტრალური ბანკიც იზიარებს სწორედ ეს კომპანია გახდება ე.წ "დიდი სამეულის" შემცვლელი.

ივან გუმინოვის განცხადებით, რომელიც Ronin Trust-ის ფონდის მთავარი მენეჯერია, ეროვნული რეიტინგებიდან საერთაშორისო სააგენტოების მოკვეთით სახელმწიფო ადგილობრივ პროვაიდერს დაიცავს.

"დღემდე ყველა მნიშვნელოვან რეიტინგს აღნიშნული "დიდი სამეული" აქვეყნებდა და ახალი ადგილობრივი მოთამაშისთვის მათთვის კონკურენციის გაწევა ძალიან რთული იქნებოდა", - განაცხადა მან.

Moody’s Investors Service Inc.-მა 12 წლიანი საქმიანობის შემდეგ კომპანიის რუსეთიდან გასვლის შესახებ განცხადება 2 კვირის წინ გააკეთა. რუსული ბაზარი Fitch-მა 29 თებერვლის განცხადებით დატოვა. Standard & Poor’s-ი ამ დრომდე ცდილობს ცენტრალურ ბანკთან საერთო ენის გამონახვას და კომპანიის ახალ წესებზე გადაწყობას.

29 თებერვალს ახალმა კომპანიამ ლიცენზიის მიღება მოითხოვა. ACRA-ს ამერიკელი კარლ ჯონსონი ხელმძღვანელობს. რომლის რეზუმეშიც  Ernst & Young LLP-ში მუშაობის პერიოდში, რუსეთის მთავრობის მრჩეველის სტატუსიც ხვდება.