Home
Category
TV Live Menu
Loading data...

თბილისში განახლებადი ენერგიის საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენცია იმართება

BM.GE
26.10.22 11:33
148
სემეკი განახლებადი ენერგიის საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენციას მასპინძლობს, რომლის მიზანია განახლებადი ენერგიის სექტორისადმი ინვესტორების ინტერესის გაზრდა და ახალი ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა. კონფერენციაში მონაწილეობას 30-მდე ქვეყნის წარმომადგენელი იღებს. სამდღიანი კონფერენციის ფარგლებში მაღალი დონის დისკუსიები გაიმართება, ამასთან კონფერენციის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ინვესტორებს წარუდგინონ განახლებადი ენერგიის პოტენციური საინვესტიციო პროექტები. ღონისძიების დღის წესრიგის მიხედვით, განხილული იქნება განახლებადი ენერგიის წყაროებიდან მიღებული ენერგიის ხელშემწყობი და წამახალისებელი მექანიზმები. რა შედეგს ელის სემეკი ამ ღონისძიებიდან, ესწრებიან თუ არა ამ კონფერენციას პოტენციური ინვესტორები? 

სტუმარი: დავით ნარმანია - სემეკ-ის თავმჯდომარე;