Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ქართული დიპლომატიის ხარჯი

56f27fb8be5ba
სოფო ბერიძე
23.03.16 15:30
1282
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საზღვარგარეთ ქვეყნის 72 დიპლომატიური სამსახური ფინანსდება, მათ შორის 59 საელჩო, 9 საკონსულო და 4 მუდმივი წარმომადგენლობაა საერთაშორისო ორგანიზაციებში. ამ მიმართულებით მიმდინარე წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტით 83 035 112 ლარია გამოყოფილი.
 
ბიუჯეტიდან ყველაზე დიდი თანხას, 3 757 802 ლარს, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩო იღებს. საელჩოში 15 საშტატო ერთეულია. ელჩს არჩილ გეგეშიძეს სამი უფროსი მრჩეველი, სამი პირველი და ერთი მეორე მდივანი ჰყავს. საელჩოში მოქმედებს ორი საგანგებო და სრულფულებიანი დესპანის, ერთი კონსულის, სამი მრჩევლის და ერთიც ფინანსური მენეჯრის შტატი.

დაფინანსების ოდენობით მეორე ადგილზე დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირალანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოა. დიპლომატიური სამსახურის წლიური ბიუჯეტი 2 272 235 ლარია და ის საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ფუნქციასაც ითავსებს. საელჩოში სულ 8 შტატია. ელჩ თამარ ბერუჩაშვილთან ერთად დიდ ბრიტანეთში საქართველოს წარმოადგენს საგანგებო და სრულფულებიანი დესპანი და კონსული. დიპლომატიურ უწყებაში ერთი უფროსი მრჩევლის, ორი მრჩევლის, ერთი პირველი მდივნისა და ერთიც ფინანსური მენეჯერის შტატია.

2016 წელს 2 056 311 ლარი მთავრობამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს გამოუყო, რომელიც პარალელურად ქვეყნის მუდმივი წარმომადგებლობაა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში. დიპლომატიური სამსახურს 11 შტატი აქვს და ელჩ კონსტანტინე ზალდასტანიშვილთან ერთად ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს ინტერესებს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე, საგანგებო და სრულფულებიანი დესპანი, კონსული იცავენ. საელჩოში ოთხი მრჩევლის, ორი უფროსი მრჩევლის და ერთი ფინანსური მენეჯერის შტატია.

ვიდრე საქართველოს ტერიტორიების ნაწილი რუსეთის მიერ ოკუპირებულია და დიპლომატიური ურთიერთიბებიც შეწყვეტილი, ცნობილია, რომ ჩრდილოელ მეზობელთან კავშირი შვეცირიის საელჩოს მეშვეობით ხორციელდება, სადაც საქართველოს ინტერესების სექციის ბიუჯეტი 1 486 064 ლარია.

მხოლოდ სამი შტატია იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში საქართველოს საელჩოში. საქართველოს იორდანიაში გიორგი ტაბატაძე წარმოადგენს, საელჩოს ერთი პირველი მდივანი და ერთიც ფინანსური მენეჯრი ჰყავს. დიპლომატიური სამსახურის ბიუჯეტი 769 136 ლარია.

ასევე სამი შტატია (საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მრჩეველი, ფინანსური მენეჯერი) ქუვეითის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოში, რომელიც 840 571 ლარით ფინანსდება.

სალეჩოებისგან დამოუკიდებლად საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ჰყავს ოთხ საერთაშორისო ორგანიზაციაში. მათ შორის ყველაზე მაღალბიუჯეტიანი საქართველოს წარმომადგენლობაა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, რომელიც ბიუჯეტიდან მიმდინარე წელს 2 915 929 ლარით დაფინანსდა. გაეროში ქვეყნის მუდმივი წარმომადგენელი კახა იმნაძეა. აღნიშნულ დიპლომატიურ სამსახური მუდმივი წარმომადგენლის გარდა კიდევ 7 შტატია: მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე, უფროსი მრჩეველი, ოთხი მრჩეველი, ფინანსური მენეჯერი, ფინანსური მენეჯერი.

1 645 259 ლარია ნატოში საქართველოს წარმომადგენლობის ბიუჯეტი, ხოლო 984 749 ლარი - ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის.

საელჩოებისა და მუდმივი წარმომადგენლობების პარალელურად, ქართული დიპლომატია ცხრა ქალაქში საკონსულოებით ან გენერალური საკონსულოებითაა წარმოდგენილი. საქართველოს გენერალური საკონსულოებია განჯაში (529 950 ლარი), ნიუ-იორკში (1 221 618 ლარი), სტამბოლში (1 220 135 ლარი), ტრაბზონში (879 879 ლარი), სალონიკსა (724 087 ლარი) და მაინის ფრანკფურტში (791 309 ლარი). საქართველო საკონსულოებით წარმოდენილია დონეცკში (188 368 ლარი), ოდესაში (735 821 ლარი) და ბარსელონაში (543 173 ლარი).

ფინანსები სხვა საელჩოებზე ასეა გადანაწილებული: საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში - 1 225 267 ლარი (შტატი: საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მრჩეველი, მეორე მდივანი, ფინანსური მენეჯერი);

საქართველოს საელჩო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში - 1 844 329 ლარი (შტატი: საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, კონსული, ორი უფროსი მრჩეველი, ორი მრჩეველი, ვიცე-კონსული, ორი უსაფრთხოების ოფიცერი, ფინანსური მენეჯერი);

საქართველოს საელჩო არგენტინის რესპუბლიკაში - 1 097 802 ლარი (შტატი: საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ორი მრჩეველი, ფინანსური მენეჯერი);

საქართველოს საელჩო ბელარუსის რესპუბლიკაში - 1 056 807 ლარი (შტატი: საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, კონსული, პირველი მდივანი, ფინანსური მენეჯერი);

საქართველოს საელჩო ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში და წარმომადგენლობა კარიბის ქვეყნების გაერთიანებაში - 1 195 425 ლარი (შტატი: საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, უფროსი მრჩეველი, მრჩეველი ფინანსური მენეჯერი);

საქართველოს საელჩო ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში- 1 169 402 ლარი (შტატი: საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ვიცე-კონსული, ორი მრჩეველი, პირველი მდივანი, მეორე მდივანი, ფინანსური მენეჯრი);

საქართველოს საელჩო თურქმენეთში - 884 694 ლარი (შტატი: საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, უფროსი მრჩეველი, მრჩეველი, ფინანსური მენეჯერი);

საქართველოს საელჩო იაპონიაში - 1 422 836 ლარი (შტატი: საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, უფროსი მრჩეველი, მეორე მდივანი, ფინანსური მენეჯრი);

საქართველოს საელჩო ინდოეთის რესპუბლიკაში - 1 035 493 ლარი (შტატი: საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მრჩეველი, ვიცე-კონსული, პირველი მდივანი, ფინანსური მენეჯერი);

საქართველოს საელჩო ირანის ისლამურ რესპუბლიკაში -1 399 540 ლარი (შტატი: საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ორი უფროსი მრჩეველი, ვიცე-კონსული, მრჩეველი, ფინანსური მენეჯერი);

საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში -1 605 047 ლარი (შტატი: საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, კონსული, უფროსი მრჩეველი, მრჩეველი, ფინანსური მენეჯერი);

საქართველოს საელჩო კანადაში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში (ICAO) - 1 272 574 ლარი (შტატი: საგანაგებო და სრულუფლებიანი ელჩი, უფროსი მრჩეველი, მეორე მდივანი, ფინანსური მენეჯერი);

საქართველოს საელჩო კორეის რესპუბლიკაში -1 272 658 ლარი (შტატი: საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მრჩეველი, უფროსი მრჩეველი, ფინანსური მენეჯერი);

საქართველოს საელჩო მექსიკის შეერთებულ შტატებში - 998 277 ლარი (შტატი: საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მრჩეველი, პირველი მდივანი, ფინანსური მენეჯერი);

საქართველოს საელჩო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში - 933 771 ლარი (შტატი: საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ორი მრჩეველი, ფინანსური მენეჯერი);

საქართველოს საელჩო სომხეთის რესპუბლიკაში - 1 303 378 ლარი (შტატი: საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, ორი უფროსი მრჩეველი, მრჩეველი, კონსული, ორი უსაფრთხოების ოფიცერი, ფინანსური მენეჯრი);

საქართველოს საელჩო უზბეკეთის რესპუბლიკაში - 840 674 ლარი (შტატი: საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, უფროსი მრჩეველი, მრჩეველი, მეორე მდივანი, ფინანსური მენეჯერი);

საქართველოს საელჩო უკრაინაში და მუდმივი წარმომადგენლობა სუამში -1 713 131 ლარი (შტატი: საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, ორი უფროსი მრჩეველი, კონსული, ვიცე-კონსული, მეორე მდივანი, ორი უსაფრთხოების ოფიცერი, ფინანსური მენეჯერი);

საქართველოს საელჩო ყაზახეთის რესპუბლიკაში -1 069 838 ლარი (შტატი: საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, კონსული, მრჩეველი, პირველი მდივანი, ფინანსური მენეჯერი);

საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში -1 740 303 ლარი (შტატი: საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, კონსული, პირველი მდივანი, ფინანსური მენეჯერი);

საქართველოს საელჩო ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში - 689 976 ლარი (შტატი: საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მრჩეველი, ფინანსური მენეჯერი);

საქართველოს საელჩო ინდონეზიის რესპუბლიკაში - 753 809 ლარი (შტატი: საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, უფროსი მრჩეველი, ფინანსური მენეჯერი);

საქართველოს საელჩო კატარის სახელმწიფოში -1 026 426 ლარი (შტატი: საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ორი მრჩეველი, ფინანსური მენეჯერი);

საქართველოს საელჩო მალაიზიაში - 619 914 ლარი (შტატი: საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მრჩეველი, ფინანსური მენეჯერი);

საქართველოს საელჩო საუდის არაბეთის სამეფოში - 797 828 ლარი (შტატი: საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, უფროსი მრჩეველი, ფინანსური მენეჯერი);

საქართველოს საელჩო კუბის რესპუბლიკაში - 1 146 756 ლარი (შტატი: საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მრჩეველი, ფინანსური მენეჯერი);

საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში და საქართველოს წარმომადგენლობა ევროკავშირში - 1 905 017 ლარი (შტატი: საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, კონსული, უფროსი მრჩეველი, ორი მრჩევლი, პირველი მდივანი, ორი მეორე მდივანი, ფინანსური მენეჯერი);

საქართველოს საელჩო ბულგარეთის რესპუბლიკაში - 629 251ლარი (შტატი: საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მრჩეველი, მეორე მდივანი, ფინანსური მენეჯერი);

საქართველოს საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში - 1 749 541 ლარი (შტატი: საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, კონსული, უფროსი მრჩეველი, სამი მრჩეველი, ვიცე-კონსული, ფინანსური მენეჯერი);

საქართველოს საელჩო დანიის სამეფოში - 1 045 638 ლარი (შტატი: საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მრჩეველი, პირველი მდივანი, ფინანსური მენეჯერი);

საქართველოს საელჩო ნიდერლანდების სამეფოში - 1 257 718 ლარი (შტატი: საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, კონსული, მრჩეველი, პირველი მდივანი, ფინანსური მენეჯერი);

საქართველოს საელჩო პოლონეთის რესპუბლიკაში - 1 119 832 ლარი (შტატი: საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, უფროსი მრჩეველი, ორი მრჩეველი, ფინანსური მენეჯერი);

საქართველოს საელჩო პორტუგალიის რესპუბლიკაში - 791 370 ლარი (შტატი: საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, კონსული, მრჩეველი, ფინანსური მენეჯერი);

საქართველოს საელჩო რუმინეთში - 645 857 ლარი (შტატი: საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, უფროსი მრჩეველი, მრჩეველი, ფინანსური მენეჯერი);

საქართველოს საელჩო საბერძნეთის რესპუბლიკაში - 1 225 682 ლარი (შტატი: საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, კონსული, მრჩეველი, ვიცე-კონსული, პირველი მდივანი, ფინანსური მენეჯერი);

საქართველოს საელჩო საფრანგეთის რესპუბლიკაში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა იუნესკოში - 1 696 747ლარი (შტატი: საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, კონსული,ვიცე-კონსული, ორი უფროსი მრჩეველი, ფინანსური მენეჯერი);

საქართველოს საელჩო სლოვაკეთის რესპუბლიკაში - 722 517 ლარი (შტატი: საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მრჩეველი, პირველი მდივანი, ფინანსური მენეჯერი);

საქართველოს საელჩო უნგრეთში - 946 179 ლარი (შტატი: საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, უფროსი მრჩეველი, მრჩეველი, პირველი მდივანი, ფინანსური მენეჯერი);

საქართველოს საელჩო შვედეთის სამეფოში - 1 454 153 ლარი (შტატი: საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მრჩეველი, პირველი მდივანი, ფინანსური მენეჯერი);

საქართველოს საელჩო ჩეხეთის რესპუბლიკაში - 889 255 ლარი (შტატი: საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, დესპანი, საგანგებო და სრულუფლებიანი კონსული, პირველი მდივანი, ფინანსური მენეჯერი);

საქართველოს საელჩო წმინდა საყდართან (ვატიკანში) - 681 867 ლარი (შტატი: საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მრჩეველი, ფინანსური მენეჯერი);

საქართველოს საელჩო შვეიცარიის კონფედერაციაში (ქ.ბერნი) - 1 022 365 ლარი (შტატი: საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი,უფროსი მრჩეველი, პირველი დივანი, ფინანსური მენეჯერი);

საქართველოს საელჩო მოლდოვას რესპუბლიკაში - 568 901 ლარი (შტატი: საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, მრჩეველი, ფინანსური მენეჯერი);

საქართველოს საელჩო ესპანეთის სამეფოში - 981 034 ლარი (შტატი: საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, სამი მრჩეველი, ფინანსური მენეჯერი);

საქართველოს საელჩო ესტონეთის რესპუბლიკაში - 896 419 ლარი (შტატი: საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ორი უფროსი მრჩეველი, მეორე მდივანი, ფინანსური მენეჯერი);

საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში - 1 502 245 ლარი (შტატი: საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, კონსული, უფროსი მრჩეველი, სამი მრჩეველი, პირველი მდივანი, ორი უსაფრთხოების ოფიცერი, ფინანსური მენეჯერი)

საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ქ.რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO,IFAD,WEP) - 1 501 546 ლარი (შტატი: საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, კონსული, სამი უფროსი მრჩეველი, ფინანსური მენეჯერი);

საქართველოს საელჩო კვიპროსის რესპუბლიკაში - 482 645 ლარი (შტატი: საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, პირველი მდივანი, ფინანსური მენეჯერი);

საქართველოს საელჩო ლატვიის რესპუბლიკაში - 792 933 ლარი (შტატი: საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, უფროსი მრჩეველი, პირველი მდივანი, ფინანსური მენეჯერი);

საქართველოს საელჩო ლიტვის რესპუბლიკაში - 940 323 ლარი (შტატი: საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, კონსული, უფროსი მრჩეველი, მრჩეველი, ფინანსური მენეჯერი);

საქართველოს საელჩო ნორვეგიის სამეფოში - 1 020 660 ლარი (შტატი: საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, უფროსი მრჩეველი, პირველი მდივანი, ფინანსური მენეჯერი);

საქართველოს საელჩო სლოვენიის რესპუბლიკაში - 570 946 ლარი (შტატი: საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მრჩეველი, ფინანსური მენეჯერი);

საქართველოს საელჩო ირლანდიაში - 855 685 ლარი (შტატი: საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მრჩეველი, ფინანსური მენეჯერი).