Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ქართული ხორცპროდუქტების ბაზარზე ახალი ბრენდი გამოჩნდა

56d454be4b622
BM.GE
29.02.16 18:23
1169
ქართული ხორცპროდუქტების ბაზარზე, ახალი ბრენდი გამოჩნდა. "შ.პ.ს. სოგურმა", "მადიანი გურმანის" ბრენდის პროდუქციის წარმოება, რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. ხორცპროდუქტები ძირითადად რეგიონებში იყიდება. "მადიანი გურმანი" ერთ მაღაზიას თბილისშიც ფლობს. მაღაზიის მფლობელის განცხადებით, ისინი საბითუმო და საცალო ვაჭრობითაც არიან დაკავებულნი.

"ახალი ბრენდი ვართ და ბაზარზე თავის დამკვიდრებას ვცდილობთ, დიდი კონკურენციის პირობებში, ჩვენი უპირატესობა, ხარისხის და ფასის შესაბამისობაა", - აცხადებს ალექსანდრე ტბელიშვილი "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას. "მადიანი გურმანის“ მაღაზია, თევდორე მღვდლის 15 ნომერშია განთავსებული.