Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ქართული ზეთისხილი ბაზარზე ოქტომბერში გამოჩნდება

57d93b10912a8
სალომე მეცხვარიშვილი
14.09.16 15:54
1205

ქართული ზეთისხილი ბაზარზე ოქტომბერში გამოჩნდება. დიასპორული კაპიტალით შექმნილი კომპანიის „ქართული ზეთისხილის" ხელმძღვანელი გიორგი სვანიძე „ბიზნესკონტაქტთან“ აცხადებს, რომ გამოვა როგორც შავი, ასევე მწვანე ზეთისხილი, რომელიც ქსელურ მარკეტებში გაიყიდება.
გიორგი სვანიძის ცნობით, სამომავლოდ ზეთისხილისა და ზეითუნის ზეთის ექსპორტი საზღვარგარეთ იგეგმება. კომპანია ექსპორტისთვის როგორც რეგიონის, ასევე ევროკავშირის ქვეყნებს განიხილავს.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ზეთისხილის გადამამუშავებელი პირველი საწარმო რამდენიმე თვის წინ გაიხსნა. როგორც სვანიძე აცხადებს, ზეითუნის ზეთის პირველი პარტია კომპანიამ შარშან გამოუშვა. კომპანიის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ წელს 80 ტონა ზეთის წარმოებას შეძლებენ, 2020 წლისთვის კი მათ გეგმა მილიონი ტონის გამოშვებაა.

გიორგი სვანიძე ქართული ზეითუნის ზეთის უპირატესობებზე საუბრობს და აცხადებს, რომ იმპორტირებულისგან განსხვავებით, პროდუქცია უმაღლესი ხარისხისაა.

„ქართული ზეითუნის ზეთი შხამქიმიკატების გარეშეა დამზადებული. ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ უმაღლესი ხარისხის პროდუქტს ვაწარმოებთ. ძირითადად რაც საქართველოში შემოდის მეორე-მესამე კატეგორიის ზეითუნის ზეთია, რომელსაც დაბალი ხარისხი აქვს“,- აცხადებს გიორგი სვანიძე.