Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ქართული ზეთისხილი ექსპორტზე გავა

56f8d8de7efa6
BM.GE
28.03.16 11:09
1391
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ზეთისხილის გადამამუშავებელი პირველი საწარმო გაიხსნა. კომპანიის მიერ განხორციელებული პროექტის საერთო საინვესტიციო ღირებულება, დაახლოებით, 5 მილიონი ლარია. ბიზნესმენ გიორგი სვანიძის განმარტებით, პროექტის ფარგლებში, გაშენდა ზეთისხილის პლანტაცია, სადაც დაირგო 250 ათასი ზეთისხილის ნერგი და აშენდა გადამამუშავებელი საწარმო. გიორგი სვანაძე "საქმიან დილასთან" საუბრისას აცხადებს, რომ სექტემბერში 120 ტონა მოსავალს ელოდებიან. მისივე თქმით, პროდუქცია როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზრებზე გაიყიდება. კერძოდ, კომპანიას ხელშეკრულება აქვს გაფორმებული "კარფურთან", რომლის მიხედვითაც ქართული ზეთისხილი მსოფლიოში "კარფურის" ყველა ქსელში გაიყიდება. ასევე კომპანია პროდუქციის გაყიდვას, ამერიკის, რუსეთისა და ევროპის ბაზრებზე გეგმავს.