14.Jan.2016 17:06
Society

ქართველი ემიგრანტებისთვის ონლაინ სკოლა მიმდინარე წელს ამოქმედდება

ქართველი ემიგრანტებისთვის ონლაინ სკოლა მიმდინარე წელს ამოქმედდება
საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის ონლაინ სკოლის პროექტი უახლოეს თვეებში ამოქმედდება. პროექტზე მუშაობა უკვე 2 წელია მიმდინარეობს და მასში დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ერთად, განათლების სამინისტროა ჩართული. 2016 წელს პროექტი საპილოტე რეჟიმში ამოქმედდება. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე საინფორმაციო სააგენტო "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას აცხადებს, რომ ონლაინ სკოლის საშუალებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები ქართველები პირდაპირ ეთერში შეძლებენ გაკვეთილების მოსმენას და მასწავლებლებისთვის კითხვის დასმას.
 
"გაკვეთილების ონლაინ რეჟიმში გადაცემა სხვადასხვა ქვეყნის საათობრივი სარტყელის მიხედვით მოხდება. ამ ეტაპზე მეთოდოლოგიაზე მუშაობა მიმდინარეობს და მასში განათლების სამინისტროც ჩართულია. ვფიქრობ, 2 თვეში პროექტის დაწყებას შევძლებთ და ის თავდაპირველად რამდენიმე ქვეყანაში დაიწყება, სამომავლოდ კი მოთხოვნიდან გამომდინარე სხვა ქვეყნებიც დაემატება. პროექტი ნოვაციურია და ის საზღვარგარეთ მყოფი ქართველებისთვის სასწავლო პროცესს შეავსებს", - აცხადებს მინისტრი. მისი თქმით, სასწავლო პროგრამაში ქართული ენისა დალიტერატურის, გეოგრაფიისა, ისტორიის საგნები შევა.

როგორც გელა დუმბაძე "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას აცხადებს, ამ ეტაპზე პროექტის განსახორციელებლად საჭირო აპარატურის შესაძენად დონორების მოძიება მიმდინარეობს. მისი თქმით, თითო აპარატურა 190 000 დოლარამდე ჯდება.

"ჩვენ მცირე ბიუჯეტი გვაქვს, სპეციალური აპარატურაა საჭირო, თითო აპარატი 190 000 დოლარი ჯდება. ეხლა ვმუშაობთ დონორებთან, რომ საპილოტო პროგრამისთვის გვათხოვონ ერთი წლის განმავლობაში აპარატურა", - აცხადებს გელა დუმბაძე.



21.Jun.2019 16:34
120

Georgian Parliament Speaker Irakli Kobakhidze Resigns

More
19.Jun.2019 09:49
136

Winery "Shilda" wins EU Sustainable Energy Award

More
13.Jun.2019 13:57
118

Hourly parking starting in Tbilisi from August 1, parking fees to vary following A,B,C zones

More
05.Jun.2019 14:11
238

BMG’s Answer to the Embassy of Austria – Arad Benko’s full interview in English BMG

More
30.May.2019 18:47
349

Who’s Really Driving Georgian Fashion? Not Demna

More
26.May.2019 16:09
137

Georgia celebrates Independence Day, 463 recruits take an oath

More