Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ქართველმა სკოლის მოსწავლეებმა კაქტუსების რეალიზება დაიწყეს (ვიდეო)

56d4644d628a8
BM.GE
29.02.16 19:13
1230
"ჯუნიორ ეჩივმენტის" მიერ გამოცხადებულ კონკურსის ფარგლებში, თბილისის მე-6 საავტორო სკოლის მეათე კლასისი მოსწავლეებმა კაქტუსების რეალიზება დაიწყეს. "გვინდოდა დაგვემტკიცებინა, რომ კაქტუსი ძალიან საინტერესო და ბევრი სასარგებლო თვისების მქონე, ლამაზი მცენარეა", - ამბობს "საქმიან დილასთან" საუბრისას იდეის ერთ-ერთი ავტორი, ლაშა შეროზია.

კაქტუსების რეალიზება "გუდვილის" ქსელში ხდება, ჯამში სკოლის მოსწავლეები 10-მდე ჯიშის კაქტუსების გაყიდვას ახდენენ, ისინი კაქტუსის ნერგებს მარტყოფში, ერთ-ერთი ფერმერისგან ყიდულობენ.
 
"კაქტუსი ერთი შეუხედავით უდაბნოს მცენარეა, რომელიც ჩვეულებრივად, როგორც ყველა მცენარე ყვავილობს, მაგრამ არ იციან, რომ მას უნიკალური თვისებებიც აქვს, რაც რადიაციის შთანთქმას შეეხება. ასევე აღსანიშნავია, რომ ამ ყვავილს ყოველდღიური მოვლა არ ესაჭიროება და მისი მოვლა უბრალოდ ორ კვირაში ერთხელ წყლის დასხმით შემოიფარგლება. კაქტუსი ადამიანისთვის უარყოფით ენერგიას იზიდავს და თავის თავში იწოვს", - ამბობს მეათეკლასელი ლაშა შეროზია.
 
კონკურსი გამარჯვებული გუნდის შვეიცარიაში გამგზავრებას და ანალოგიურ კონკურსში მონაწილეობის მიღებასაც ითვალისწინებს.

"კონკურსში ჩვენი გამარჯვების შანსები დიდია, რადგან კაქტუსს, როგორც სილამაზე ასევე ბევრი დადებითი თვისება აქვს. ეს მცენარე რაც მეტია ჩვენს ირგვლივ, მით უკეთესია, რადგან იგი რადიაციულ ზემოქმედებას ანეიტრალებს. ეს კი ადამიანისთვის სასარგებლოა. გამომდინარე ამ კრიტერიუმებიდან გამარჯვების დიდი შანსი გვაქვს. ჩვენ Facebook-ზე გამოკითხვა ჩავატარეთ და უმეტესობამ, როდესაც მისი დადებითი თვისებების შესახებ გაიგო, მცენარის შეძენის სურვილი გამოთქვა.

ყველა კაქტუსი ყვავილის მიხედვით განსხვავებულია, ზოგი მხოლოდ ერთი დღე ყვავილობს. ვფიქრობთ, რომ ჩვენი ფასებიც მომხმარებლისთვის მისაღებია. გვაქვს, როგორც 9 ლარიანი, ასევე 10 ლარიანი კაქტუსები. ზომით ცოტა მოზრდილი მცენარეების ფასი კი 11-12 ლარია, - ამბობს ლაშა შეროზია.