Home
Category
TV Live Menu
Loading data...

როგორ შევიდა “ჩელთი” შვედეთის ბაზარზე?

BM.GE
08.06.23 11:10
136
რამდენიმე დღეში მეღვინეობა "ჩელთის" წარმოებული ღვინო ექსპორტზე შვედეთში გავა. კარგი ამბავია, თუმცა პოზიტივთან ერთად ამ ყველაფერს ძალიან საინტერესო ისტორია მოჰყვება, ეს არის შემთხვევა, როცა კომპანია საექსპორტო ბაზარზე სახელმწიფოს გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვების შემდეგ ხვდება. 

შვედურ ბაზარს ერთი განსაკუთრებულობა ახასიათებს, ამ ქვეყანაში ნაციონალიზებულია ღვინის შეტანა და ტენდერში მონაწილეობა ამ ბაზარზე მოხვედრის კარგი შესაძლებლობა აღმოჩნდა, რომელიც კომპანიამ გამოიყენა. რა მოცულობის ღვინო გავა ჩელთისგან ახლა უკვე შვედეთში სხვა 26 მიმართულებასთან ერთად და რა გზა გაიარა კომპანიამ? 


WinExpo 2023-ის ფარგლებში, უმაღლესი რანგის ჯილდო-ტროფი Mildiani Family Winery / საოჯახო მეღვინეობა მილდიანმა და Chelti Winery / მეღვინეობა ჩელთიმ მოიპოვა.

სტუმარი: ანა მირიანაშვილი - მეღვინეობა ჩელთის კომერციული დირექტორი