Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ქუმსიშვილი ლარის კურსზე: ვიმედოვნებთ, რომ აჟიოტაჟური მდგომარეობა ძალიან მალე დასრულდება

56a7679f50b4a
BM.GE
26.01.16 16:32
1068
"ჩვენ ცოტა უფრო მეტად გავუფასურდით ვიდრე უნდა გავუფასურებულიყავით", - აღნიშნულის შესახებ, ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს ლარის კურსის თემის კომენტირებისას განუცხადა. მინისტრის თქმით კურსზე დღეს გარე ფაქტრები მოქმედებს, რომელიც საქართველოს მეზობელ ქვეყნებში მიმდინარეობს.
 
"მოკლევადიანი ინსტრუმენტები, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია, არის ინტერვენციები და ფულის მასის შემცირება. ამ წუთში, საუბარი ფულადი მასის შემცირებაზე არ არის. რაც შეეხება ინტერვენციებს, - პარასკევს ეროვნულმა ბანკმა ინტერვენცია განახორციელა.

გარე ფაქტორები, რომელიც ჩვენ გვაქვს, რომელიც ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან მიმდინარეობს, რა თქმა უნდა აისახა ჩვენი ვალუტის კურსზე. თუმცა ამ წუთში, ის მაკროეკონომიკური ანალიზი რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ, აჩვენებს, რომ ჩვენ ცოტა უფრო მეტად გავუფასურდით ვიდრე უნდა გავუფასურებულიყავით.

დაგროვილი ლარის კონვერტაცია მოხდა დოლარში არა პირდაპირი დანიშნულებით. აღნიშნული დაზოგვის მიზნით უფრო მოხდა, ვიდრე იმიტომ რომ სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას სავაჭრო ურთიერთობებში.

ჩვენ არ ვართ დახურული ეკონომიკა, როდესაც ხელით ხდება მართვა შემოტანილი იმპორტის. ყოველდღიურად ჩვენ აქტიურ კომუნიკაციაში ვიმყოფებით ფინანსთა სამინისტროსთანაც და ეროვნულ ბანკთანაც და ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული აჟიოტაჟური მდგომარეობა ძალიან მალე დასრულდება", - განაცხადა მინისტრმა.