Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ადამიანებით მოვაჭრეებმა 2015 წელს ლტოლვილების გამო 3-დან 6 მილიარდამდე შემოსავალი მიიღეს"

569d02a79002f
BM.GE
18.01.16 19:15
1205
The Independent-ის ვეროპული განყოფილების ხელმძღვანელის რო უენრაიტის ინფორმაციით, ადამიანებით მოვაჭრეებმა 2015 წელს ლტოლვილების გამო 3-დან 6 მილიარდამდე შემოსავალი მიიღეს. გამოკვლევების თანახმად, ევროპაში მოსახვედრად მიგრანტების 90% საფასურს იხდიდა, ფასი განსხვავებული იყო. გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარის მონაცემების მიხედვით, ევროპაში ლტოლვილთა რიცხვი გასულ წელს დაახლოებით მილიონით გაიზარდა.

"ჩვენ ასევე ვიცით, რომ ყველა მიგრანტი დაახლოვებით 3 და 6 ათს დოლარამდე იხდის იმისთვის რომ ევროპაში მოხვედრა შეძლოს. მარტივად შეიძლება დაითვალო თუ რამდენი იყო ბრუნვა და ეს თანხა 3-6 მილიარდ ამერიკულ დოლარამდე აღწევს. ეს არის მილიარდობით დოლარი, რომელიც ევროპული დანაშაულებრივი ჯგუფების ხელში მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში მოხვდა“, - განაცხადა მან.