Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"აირზენა" ევროპის მიმართულებით რეისებს, სავარაუდოდ ზაფხულიდან აღადგენს

56b308c794dc5
ელენე გოგბერაშვილი
04.02.16 12:12
1479
ავიაკომპანია "აირზენა" ფლოტის განახლებას იწყებს. "ჯორჯიან ეარვეისის" გენერალური დირექტორის გივი დავითაშვილის განცხადებით, ზაფხულში კომპანია "Embraer"-ის საშუალო მოცულობის თვითმფრინავის შემოყვანას გეგმავს.
 
"ამ დროისთვის კომპანიას "ბოინგის" და "სიარჯის" ტიპის თვითმფინავები ჰყავს და აქტიურად მიმდინარეობს საუბარი ფლოტის განახლებაზე. ახალ თვითმფრინავს სავარაუდოდ ლიზინგის ხელშეკრულებით შევიძენთ. საჰაერო ხომალდის ღირებულება 30 მილიონი დოლარი მაინც ჯდება, რისი ყიდვის ფუფუნებაც, ამ ეტაპზე არ გვაქვს", -აცხადებს "აირზენას" გენერალური დირექტორი.

"ჯორჯიან ეარვეისს" ამ ეტაპზე პრობლემები აქვს. კომპანიამ 1-ლი თებერვლიდან მგზავრთა შემცირებული ნაკადის გამო რეისები ევროპის ყველა მიმართულებით შეაჩერა. "აირზენა" მხოლოდ მოსკოვისა და თელავივის მიმართულებით ინარჩუნებს რეისებს, თუმცა როგორც "ბიზნესკონტაქტისთვის" მიცემულ ინტერვიუში კომპანიის გენერალური დირექტორი აცხადებს, ევროპის მიმართულებით რეისებს სავარაუდოდ ზაფხულიდან აღადგენენ. დაგეგმილია ასევე ჩარტერული რეისების დამატება და ე.წ ბონუს პროგრამის ამოქმედება. გივი დავითაშვილის განცხადებით, ნაფრენი მილების შესაბამისად მგზავრები ქულების დაგროვებას და ფასდაკლებებით სარგებლობას შეძლებენ.