Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

სტიქია გურჯაანში - დათვლილია თუ არა ზარალი?

BM.GE
16.06.23 14:43
170
ქალაქ გურჯაანში მოსულმა უხვმა ნალექმა დღის მეორე ნახევარში მდინარეების ნავთის ხევისა და ახტლის ხევის ადიდება და კალაპოტიდან გადმოსვლა გამოიწვია. სტიქიის შედეგად დაიტბორა გზები, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ეზოები, კომერციული ფართები. სტიქიამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში სასოფლო-სამეურნეო სავარგულებიც დააზიანა. სტიქიის ამსახველი ვიდეო და ფოტო მასალა დღის განმავლობაში სოციალური არხებით ვრცელდებოდა, სადაც ჩანდა როგორ მიჰქონდა მოვარდნილ ღვარცოფს მანქანები და აზიანებდა ინფრასტრუქტურას. რა მდგომარეობაა მუნიციპალიტეტში ახლა, როგორია სტიქიის შედეგები და დაიწყო თუ არა ზარალის დათვლა?

ლერი გელენავა - გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი